ესპრესო

ესპრესო წარმოადგენს მრავალგვარი არომატებით გაჯერებულ, ბალანსირებულ გემოზე კონცენტრირებულ ყავას, რომელიც მიიღება ყავის აპარატიდან ჩამოწურვით. ესპრესო მზადდება წვრილად დაფქვილ ყავის მარცვლებზე წნევისა და ცხელი წყლის ზემოქმედებით.

ზოგიერთი სხვა ყავისგან გასხვავებით, ესპრესოს აქვს ,,კრემა“. ეს არის მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობის მქონე სითხე, რომელიც მიიღება ჰაერის ბუშტუკებისა და წვრილად დაფქვილი ყავის ცხიმის ურთიერთქმედებით. ,,კრემა“ ერევა არსებული მთლიანი სითხის მდიდარ, მრავალფეროვან არომატს. ხშირ შემთხვევაში, ,,კრემა“ გამოხატავს ესპრესოს იდეალურ ხარისხს, რომელიც მიიღება გამოცდილი ბარისტას მიერ ოსტატურად დაფქვილი ყავის მარცვლებით. ,,კრემას“ და ესპრესოს შერწყმის პროცესი განაპირობებს ესპრესოს მდიდარ არომატს, გემოს ხანგძლივობას და კოფეინის ნაკლებად აღქმადობას გაფილტრულ ყავებთან შედარებით.

 
კორტადო

ესპანურ და პორტუგალიურ ენაზე სიტყვა კორტადო ნიშნავს დაჭრას. ყავის შემთხვევაში, კორტადო უბრალოდ ნიშნავს ესპრესოს მომზადების ერთ-ერთ ტიპს, რომელიც მიღებულია ამოყვანილი რძით. ზოგიერთ ქვეყანაში კორტადოს ეძახიან პიკოლოს. ჩვეულებრივ, კორტადო მზადდება პატარა 100მლ ჭიქებში ძალიან თხელი ამოყვანილი რძით. კორტადო გავრცელებულია ესპანეთსა და პორტუგალიაში, ისევე როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

 
აეროპრესი

თხელი ქაღალდის ფილტრით და წნევის ზემოქმედებით ჩამოწურული კონკრეტული ადგილწარმოშობის ყავა,რომელიც გამოირჩევა მღვრიე შეფერილობით და ფილტრის ყავებს შორის ყველაზე ინტენსიური გემოებით.

 
ფლეთ ვაითი

ესპრესოს ბაზაზე მომზადებული რძის შემცველი ყავა,რომელიც მიიღება ძალიან დაკვირვებით ამოყვანილი ხავერდოვანი რძით და ფორმდება პროფესიონალური ლატე არტით.რძისა და ყავის პროპორცია დაცულია ისე,რომ რძეში იდეალურად იკითხებოდეს ამა თუ იმ ქვეყნის ყავის მარცვლისთვის დამახასიათებელი ყველა გემო და არომატი.

 
V60

V60 არის Specialty ყავის იაპონური კლასიკა.დაფქულ ყავაზე ცხელი წყლის მექანიკური დასხმით და საშუალო სისქის ქაღალდის ფილტრის გავლით ჩამოწურული დაბალანსებული,არომატული,საშუალო სხეულის მქონე ყავა.

 

ესპრესო,რომელიც ემატება ფინჯანში წინასწარ ჩამოსხმულ ცხელ წყალს და იღებს შავ ფერს. ეს სასმელი თითმის იგივეა, რაც ჩვენთვის კარგად ნაცობი ამერიკანო, მაგრამ მომზადება ხდება სხვანაირად: ჯერ ვასხამთ წყალს და შემდეგ ვაწურავთ ესპრესოს, ამიტომ კრემა არ ჯდება ზედაპირზე და სწრაფი დიფუზიის გამო მთლიან სითხეში ზუსტად თანაბრადაა გადანაწილებული ყველა გემო, განსხვავებით ამერიკანოსაგან.

 
მაკიატო

მაკიატო ძირითადად აღნიშნავს ესპრესოს, ნაკლები რაოდენობის ამოყვანილი რძით.

მაკიატო მზადდება 100მლ ესპრესოს ფინჯანში რძის ქაფის დამატებით (ისე, რომ ესპრესოს დაედოს მხოლოდ ქაფი და არ მოხდეს მთლიან სითხეში რძის შერევა).

 
ლატე

ლატე არის ესპრესოზე დაფუძნებული ყავა, რომელიც მიიღება დიდი რაოდენობის ამოყვანილი რძით. ლატე შეიცავს რძის უფრო მეტ რაოდენობას ვიდრე ფლეთ ვაითი და მზადდება 250მლ ჭიქაში და ფორმდება პროფესიონალური ლატე არტით.